„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გამოცემული წიგნის - „ბიზნესისტორიები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართა

„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მრავალი წელია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკის და მარკეტერის პარტნიორობით გამოცემული წიგნის - „ბიზნესისტორიები საქართველოდან“ - პრეზენტაცია 11 ოქტომბერს გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ბიზნესისტორიები საქართველოდან“ საქართველოს ბიზნესის ისტორიას ჰყვება. ამ წიგნში საქართველოში მოღვაწე მეწარმეების შესახებ ისტორიებია თავმოყრილი, მათ შორის: ძმები ზუბალაშვილების, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, დავით სარაჯიშვილის, გიორგი ქართველიშვილის, მიქაელ არამიანცის, მიტროფანე ლაღიძის, აკაკი ხოშტარიას, მელიქ აზარიანცის, გივი ზალდასტანიშვილის და სხვათა ისტორიები.

აღსანიშნავია, რომ წიგნის შეძენა „ერთი ერთისთვის“ პრინციპით არის შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ერთ წიგნს შეიძენთ, მეორე წიგნი საჩუქრად გაეგზავნებათ იმ სკოლებსა და ბავშვებს, ვისაც ის ძალიან გამოადგება.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება განათლებაა. მოხარული ვარ, რომ მარკეტერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო წიგნი გამოვეცით ქართული ბიზნესის ისტორიის შესახებ. ძალიან კარგი ინიციატივაა, რომ წიგნი „ერთი- ერთისთვის“ პრინციპით გაიყიდება. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, რაც ხელს შეუწყობს მათში ზოგადი განათლების ამაღლებას. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ონალაინ. შესაკვეთად ეწვიეთ ბმულს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო