გაერო-ს უშიშროების საბჭო, 13 ოქტომბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის განსახილველად შეიკრიბება

გაერო-ს უშიშროების საბჭო, 13 ოქტომბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის განსახილველად შეიკრიბება.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრაზილიამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, „ღაზას სექტორში არსებული სიტუაციის განსახილველად“ სხდომა დანიშნა.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაურუ ვიერამ აზიაში მოგზაურობა შეწყვიტა, რათა ნიუ-იორკში შეხვედრას დაესწროს.

შექმნილი სიტუაციის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ აუცილებელია „ჰამასმა“ ოჯახებიდან გატაცებული ბავშვები დააბრუნოს და ისრაელს ღაზას დაბომბვის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება