ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევნების ელექტრონულად ჩატარებასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა. შეხვედრას საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე პროკურორთა კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საპროკურორო საბჭოს არჩევნებზე ისაუბრეს, სადაც საქართველოს პროკურატურის პროკურორები და გამომძიებლები საბჭოს 5 ახალ წევრს ელექტრონული არჩევნების წესით პირველად აირჩევენ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გენერალურ პროკურორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების უპირატესობების შესახებ და მას პროცესთან დაკავშირებული ტექნიკური და პროცედურული საკითხები გააცნო.

გენერალურმა პროკურორმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ საპროკურორო საბჭოს არჩევნებზე ხმის დათვლის თანამედროვე, ელექტრონული სისტემის გამოყენება ხელს შეუწყობს როგორც ადამიანური რესურსისა და დროის დაზოგვას, ასევე შედეგების მიმართ სანდოობისა გამჭვირვალობის გაზრდას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საარჩევნო პროცესებში ინოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით საქართველოს პროკურატურასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის მჭიდრო კოორდინაციას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება