ნინო წილოსანი - სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვჭირდება, რასაც უნგრეთისგან და ორბანისგან ვხედავთ - გაუგებარია ორბანის კრიტიკა, თავდასხმები მისი მართვის სტილსა თუ სხვა საკითხებზე

სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვჭირდება, რასაც უნგრეთისგან და ორბანისგან ვხედავთ - გაუგებარია ორბანის კრიტიკა, მათ შორის, თავდასხმები მის მართვის სტილსა თუ სხვა საკითხებზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

ამასთან, წილოსანი გამოეხმაურა კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ორბანი არ შეხვდა ოპოზიციას და აღნიშნა, რომ „არ არის დარწმუნებული, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტების დროს, ვინმე ხვდებოდეს ოპოზიციას“.

„სწორედ ასეთი მხარდაჭერა გვჭირდება ევროკავშირისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდან, როგორსაც უნგრეთისგან და ვიქტორ ორბანისგან ვხედავთ. მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი განცხადებები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება ქვეყანას. ამიტომ სრულებით გაუგებარია ოპოზიციური რადიკალური პარტიების და მათი მხარდამჭერების მხრიდან ვიქტორ ორბანის კრიტიკა, მათ შორის, თავდასხმები მის მართვის სტილსა თუ სხვა საკითხებზე. ვფიქრობ, ახლა ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ საერთო ძალისხმევაზე, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს. ვფიქრობ, ეს არის ორმხრივი სარგებელი. არავის, მათ შორის, ევროკავშირსაც არ უნდა აწყობდეს, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან პროცესში სტატუსის გარეშე დარჩეს”, - განაცხადა წილოსანმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს