ვლადიმერ პუტინი პეკინში ვიქტორ ორბანს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია, არ შეიძლება არ გამოიწვიოს კმაყოფილება იმან, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპის მრავალ ქვეყანასთან ნარჩუნდება და ვითარდება, ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერთან შეხვედრაზე.

ორბანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უნგრეთს არასოდეს სურდა რუსეთთან დაპირისპირება.

„იყო რთული შეხვედრები, მაგრამ არასდროს ისეთი რთული, როგორც ეს. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასეთ რთულ ვითარებაში. უნგრეთს არასოდეს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტების დამყარება და გაფართოება და ჩვენ ეს მოვახერხეთ“, - აღნიშნა ორბანმა.

ვლადიმერ პუტინისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა ფორუმის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ფარგლებში გაიმართა. ორბანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ერთადერთი ლიდერია, რომელიც აღნიშნულ ფორუმს დაესწრება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა