ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის საჰაერო ძალების 13-მა თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია

ტაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის საჰაერო ძალების 13-მა თვითმფრინავმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია და ტაივანის თავდაცვის ზონაში უნებართვოდ შეიჭრა.

მათივე ცნობით, ჩინეთის საჰაერო ძალები საბრძოლო ვერტმფრენებსა და დრონებს მოიცავდა. ჩინური მხარის ინფორმაციით კი, ისინი გეგმურ საბრძოლო წვრთნებს ახორციელებენ და ტაივანის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია