ნიკოლოზ სამხარაძე - ნიანგის ცრემლების ღვრა, რომ საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით ევროპულ კურსს გადაუხვია, ლოგიკას მოკლებულია - ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს, ეს ინტერესი „შუა დერეფანსა“ და ანაკლიის პორტზე გადის

ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს - ეს ინტერესი „შუა დერეფანსა“ და ანაკლიის პორტზე გადის, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც განხილვის მთავარი თემა ჩინეთთან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაა.

სამხარაძის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირსა და ჩინეთს, ასევე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში უწყვეტი ზრდა. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, „ნიანგის ცრემლების ღვრა იმაზე, რომ საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით ევროპულ კურსს გადაუხვია, აზრსა და ლოგიკას მოკლებულია“.

„ბევრი გამომსვლელი საუბრობდა, რომ ჩინეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ჩინეთთან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვინდა და ამავე დროს ამბობდნენ, რომ ჩინეთი არის მონსტრი და ურჩხული. ასეთი რიტორიკით, რომ ერთი მხრივ, ჩინეთს თავს ესხმოდე, მას ათასს უბედურებას სწამებდე და აბრალებდე და მეორე მხრივ, ეპატიჟებოდე: მოდი, ჩემთან ინვესტიციები ჩადე და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები განავითარე, რომელ დიპლომატიაში ჯდება?! ან როგორ არიან იმის მომხრე, რომ ერთი მხრივ ჩინეთთან მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყოს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩინეთს ლანძღავენ“, - განაცხადა სამხარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის