„3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეები - პლატფორმა ღიაა საქართველოსთვის

თეირანში სამხრეთ კავკასიის საკითხზე „3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია შეხვედრის დასკვნით განცხადებაში.

„დადებითად შეაფასეს რა შეხვედრის შედეგები, მისმა მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეხვედრის მონაწილეებმა ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც განიხილეს.

„აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე. მათ ხაზი გაუსვეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში