ისრაელის ელჩი - ისრაელი უარს იტყვის გაერო-ს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე

გაერო-ში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი აცხადებს, რომ ქვეყანა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის შესახებ ანტონიო გუტერეშის განცხადების გამო, უარს იტყვის გაერო-ს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე.

”მისი კომენტარების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაერო-ს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. უკვე უარი ვუთხარით ვიზაზე გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსს, დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ “, - განაცხადა ერდანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ენტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. „პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, - განაცხადა გუტერეშმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს