მიხეილ სარჯველაძე - ვიცე-სპიკერობის კონკრეტულ კანდიდატებზე არავის უფიქრია - არ მგონია, ვინმე ვინმესთან გარიგებას აპირებდეს, შეიძლება ოპოზიციას უნდა, რომ გასარიგებლად ჰქონდეთ საქმე

ვიცე- სპიკერობის კონკრეტულ კანდიდატებზე არავის უფიქრია - არ მგონია, ვინმე ვინმესთან გარიგებას აპირებდეს, შეიძლება ოპოზიციას უნდა, რომ გასარიგებლად ჰქონდეთ საქმე, მაგრამ მათი პრობლემაც იმაშია, რომ გარიგების საჭიროებამდეც კი ვერ მივიდნენ , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ რეგლამენტში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ვიცე- სპიკერების რაოდენობა პარლამენტში იზრდება.

ამასთან, სარჯველაძე აცხადებს, რომ ვიცე-სპიკერად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხის ამ ცვლილებებთან დაკავშირება არასწორია.

"კონკრეტულ კანდიდატებზე საუბრის დაწყება ჯერ არ მგონია რელევანტური იყოს, ამაზე არც არავის უფიქრია, არც არავის არ აქვს რაიმე კონკრეტული გეგმა. ეს ნორმა იქმნება იმისთვის, რომ ბევრი წლის განმავლობაში იმუშაოს პარლამენტში. რაციონალურია ის, რაც შემოთავაზებულია. შესაბამისად, წინასწარ პესონალიებზე საუბარია, უადგილოა. ყველა შემოთავაზებაში, რომელიც რეგლამენტის ცვლილების ეს პროექტი ითვალისწინებს, გათვალისწინებულია გაუმჯობესებული შესაძლებლობა რეგლამენტისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდეს.

კანონპროექტი ჩამოყალიბდება, მიიღებს კანონის სახეს და ამის შემდეგ ვისაუბროთ, ვის რა შესაძლებლობა ექნება. შემოთავაზებული რაც გახლავთ არის ის, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას ექნება შესაძლებლობა კარგად ითანამშრომლოს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა პირიქით. არ შეიძლება აპრიორი ასე იყოს გათვალისწინებული, რომ ვიღაცის კანდიდატურას აუცილებლად მხარი უნდა დავუჭიროთ, ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას გადაწყვეტილებაზე. არ მგონია, ვინმე ვინმესთან გარიგებას აპირებდეს, შეიძლება ოპოზიციას უნდა, რომ გასარიგებლად ჰქონდეთ საქმე, მაგრამ რეალურად, მათი პრობლემაც იმაშია, რომ გარიგების საჭიროებამდეც კი ვერ მივიდნენ ამ პროცედურებთან დაკავშირებით", - განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება - ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შესაძლოა შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს.

ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით მოქმედ პარლამენტში ამჟამად ასეთი სურათია - პარლამენტს ჰყავს პირველი ვიცე-სპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს. საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო არიან არჩეული.

რაც შეეხება ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას, ამ სტატუსით პარლამენტის ვიცე-სპიკერია პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბეჟაშვილი ვიცე-სპიკერად არ აერჩიათ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის