თინა ბოკუჩავა - რაც ჩინეთში მოხდა, "რუსული ოცნების" მხრიდან ღია კოლაბორაციონიზმის მცდელობაა, რათა საქართველოს მოქალაქეები ვლადიმერ პუტინთან კავშირს შეაგუონ

ის, რაც ჩინეთში მოხდა, "რუსული ოცნების" მხრიდან ღია კოლაბორაციონიზმის მცდელობაა, რათა საქართველოს მოქალაქეები ვლადიმერ პუტინთან კავშირს შეაგუონ, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკუჩავა არ გამორიცხავს, "ქართული ოცნების" ხელისუფლება "მრავალმხრივი ფორმატებიდან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორმხრივ ფორმატზე გადავიდეს", რასაც, მისივე თქმით, ქართველი ხალხის ზურგს უკან ისედაც აკეთებენ.

"აშშ-მ ამაში საქართველოს ხელისუფლება უკვე ამხილა, როცა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამაში საქართველოს ხელისუფლება თავად რუსეთმაც ამხილა, როცა თქვეს, რომ ფრენების აღდგენაზე მათთან საიდუმლო მოლაპარაკებები იმართებოდა.

ვლადიმერ პუტინი არის საერთაშორისო ტერორისტი და დამნაშავე. ის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნაზეა და თავისუფალ სამყაროში ვერც კი ჩადის. ბუნებრივია, საქართველოს ვიცე-პრემიერი ისეთ ფორმატებში არ უნდა მონაწილეობდეს, სადაც მსოფლიოს პირველი დამნაშავე და კრიმინალია წარმოდგენილი, ვისაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული.

დღევანდელი რუსული რეჟიმი ღიად ცდილობს, რომ ამგვარ მრავალმხრივ ფორმატებში პუტინთან თანამონაწილეობით საქართველოს მოქალაქეები საქართველო-რუსეთის საჯარო კავშირებს შეაგუოს, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს, პეკინში გამართულ ფორუმს და ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტს დაესწრო, რომელსაც ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება