ლევან ხაბეიშვილი - რამდენჯერმე მაქვს მიწერილი პაპუაშვილისთვის და სააკაშვილთან შესვლაზე დადებითი პასუხი არ ყოფილა - ვაფრთხილებ, რომ მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში

მე რამდენჯერმე მაქვს მიწერილი შალვა პაპუაშვილისთვის და მისგან დადებითი პასუხი სააკაშვილთან შესვლასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ვაფრთხილებ მას, რომ მოუწევს ძალიან ცუდ, არასაქმიან გარემოში ყოფნა პარლამენტის მისსავე ოთახში, იმიტომ, რომ არ ვაპირებთ, ეს საქმე ასე დავტოვოთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, საქართველოში ჩატარებული არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება.

„მნიშვნელოვანია ყველას კარგად ესმოდეს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პრეზიდენტი სააკაშვილი თუ იქნება პუტინის ტყვეობაში, თუ იქნება სანქცირებული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტყვეობაში დატოვებული და ФСБ- აგენტის ბრალის წარდგენის შესაბამისად, რისთვისაც ახლა ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, არჩევნები თავისუფლად ვერ ჩაითვლება და საერთოდ ვერანაირ დემოკრატიაზე ვერ ვისაუბრებთ. ვერანაირ კარგ, ჯანსაღ გარემოზე ვერ ვისაუბრებთ იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში. ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც გარემოზე ვსაუბრობთ, სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო/ოდირის იყოს არა მხოლოდ ერთდღიანი, არამედ გრძელვადიანი, იმიტომ, რომ რუსული პარტია მიჩვეულია შანტაჟს, მუქარას, ზეწოლას და ეს ყველაფერი ხდება არჩევნებამდე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის