ანა წითლიძე - ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიც არ უნდა იყოს „რუსული ოცნების“ მცდელობა, რომ ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც უკრაინელების თავგანწირულმა ბრძოლამ მოიტანა, ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა არ უნდა დაკარგონ. ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ჩვენ ასევე ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა და ასევე, ვალდებულებაც. ერთადერთი, რასაც ჩვენგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ითხოვენ, არის დემოკრატიული რეფორმები, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, სახელმწიფო, სადაც ამ ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეები არ გარბიან, სადაც სასამართლო არის თავისუფალი, სადაც არ არიან პოლიტიკური პატიმრები, სადაც მედია არის თავისუფალი და სადაც ხელისუფლება არ არის ისეთი საშინლად კორუმპირებული, როგორც ახლა“, - განაცხადა წითლიძემ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მიიღწევა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მთავარი გამოწვევა არის გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამას სჭირდება დემოკრატიული რეფორმები, პოლიტიკური ნება და სჭირდება ის, რომ „რუსული ოცნება“, რომელიც თავს „ქართულ ოცნებად“ ასაღებს, ხელისუფლებიდან გავისტუმროთ“,- განაცხადა წითლიძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა