ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნება“ ცდილობს, ქვეყანაში შექმნილი რუსული პოლიტიკა, არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბრალოს

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქვეყანაში შექმნილი რუსული პოლიტიკა, არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბრალოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „მდიდარი „ენჯეოები“ ცდილობენ, ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ“. „მართლაც უპასუხისმგებლო და არასერიოზულია როდესაც შენ, ხელისუფლების წარმომადგენელს, შეიძლება, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაცია გჯობნიდეს, მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია გჯობნიდეს, რომ შენი პოლიტიკა ვერ გაატარო და საელჩოსთან ან რომელიმე ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციასთან ურთიერთობა ვერ ააწყო. სასაცილოა, ხომ? რა თქმა უნდა, ამჯერადაც ცდილობენ მათი რუსული პოლიტიკის შედეგად, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული რეალობა, რომელიც ქვეყანაშია და რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ ჩამოყალიბებული ქართულ ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბრალონ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მდიდარი „ენჯეოები“ ცდილობენ, ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ.

„იმედი გვაქვს, რობინ დანიგანსაც ექნება აქტიური რეაგირება ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგაა მიმართული“,- აცხადებს კობახიძე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის