რომან გოცირიძე უმრავლესობას - საგანგაშო იყო საქართველოს ვიცე-პრემიერის იმ ფორუმში მონაწილეობა, რომელშიც პირსისხლიანი, აგრესორი, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი იყო - სად ხართ, მისამართი შეგეშალათ?

საგანგაშო გამოვლინება იყო საქართველოს მთავრობის მეორე პირის, ვიცე-პრემიერის რანგში ეკონომიკის მინისტრის იმ ფორუმში მონაწილეობა, რომელშიც პირსისხლიანი, აგრესორი, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ჩამოგითვლით, თუ რა საპატიო სტუმრების გვერდით იყო საქართველო წარმოდგენილი - კამბოჯა, ჩილე, კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, უნგრეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, კენია, ლაოსი, მონღოლეთი, მოზამბიკი, პაკისტანი, პაპუა-ახალი გვინეა... სად ხართ, მისამართი შეგეშალათ?- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, შესაძლოა, ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მიღება სურდეს, თუმცა, ვალდებულებების გარეშე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანას ნელ-ნელა რომ აცილებს ევროპული ორბიტისგან, ეს იმდენად თვალსაჩინოა, ამაზე არგუმენტებიც კი არ არის საჭირო იმ პოლიტიკით, იმ განცხადებებით, იმ ანტიდასავლური კურსით, რაც როგორც სიტყვით, ასევე საქმით დასტურდება. ერთ-ერთი საგანგაშო გამოვლინება საქართველოს მთავრობის მეორე პირის, ვიცე-პრემიერის რანგში ეკონომიკის მინისტრის მონაწილეობა იყო იმ ფორუმში, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პირი პირსისხლიანი, აგრესორი, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო. თავი რომ დავანებოთ პროცედურულ, თუ პროტოკოლურ საკითხებს, ელემენტარულად, ღირსების თემაა, როცა პუტინი გამოდის, დარბაზში არ უნდა იჯდე, თანაც, მეორე რიგში, ყველაზე საპატიო სტუმრებთან ერთად, ელემენტარულად, შეეძლო, დარბაზში არ ყოფილიყო, რომ არაფერი ვთქვათ, სუფრაზე, სადაც პუტინთან ერთად ალბათ, სადღეგრძელოები მშვიდობისა და ჰუმანურობის შესახებ ისმოდა. ამ ფორუმში ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ მონაწილეობდა გარდა, ერთ-ერთი ქვეყნის ოდიოზური ლიდერისა - ორბანისა, რომელსაც სერიოზულად არ უყურებენ ევროპაში. წარმოდგენილი იყვნენ ნახევრად ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნები, ჩამოგითვლით, თუ რა გარემოცვაში და რა საპატიო სტუმრების გვერდით იყო საქართველო წარმოდგენილი. მთავარი მონაწილეები - კამბოჯა, ჩილე, კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, უნგრეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, კენია, ლაოსი, მონღოლეთი, მოზამბიკი, პაკისტანი, პაპუა- ახალი გვინეა, ჩვენი ვიცე-პრემიერის გვერდით იჯდა მგონი პაპუა-ახალი გვინეას წარმომადგენელი, როცა პუტინი გამოდიოდა. რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, რომელიც რუსეთის სატელიტად მოიაზრება დღემდე, შრი-ლანკა, ტაილანდი, უზბეკეთი, ვიეტნამი - სად ხართ, მისამართი შეგეშალათ? რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გეოგრაფიასთან? ერთადერთი კავშირი აქვს - ბიძინა ივანიშვილის კავშირი რუსეთთან, დააფასა საქართველომ პუტინი და შეუქმნა რაღაც ანტურაჟი ორი ევროპული ქვეყნის სახით, უნგრეთი ვიცით რა არის და საქართველო, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის და დღე-დღეზე ელოდება ევროკავშირში წევრობის სტატუსს. რატომ ამთხვევთ ყველა მავნებლობას ამ დროს, საკანონმდებლო ინიციატივებით დაწყებული, საერთაშორისო ვიზიტებით და შემდეგ ხელშეკრულებების გაფორმებით, როგორიცაა სტრატეგიული ურთიერთობა. რატომ ემთხვევა ყველაფერი, არაფერი შემთხვევით არ ხდება, ყველაფერი მიზანმიმართულადაა გაკეთებული. შეიძლება სტატუსი გინდათ თქვენ, მაგრამ გინდათ ვალდებულებების გარეშე. თქვენთვის სტატუსი კი არ არის მთავარი, მთავარი ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმებია, თუ ამ ძალაუფლებას რამე ვნებს, თქვენთვის არც სტატუსია მნიშვნელოვანი. თქვენთვის პრიორიტეტი სხვა რამეა, ამ სტატუსს იმ შემთხვევაში შეირგებთ, თუ ამ ვალდებულებებს არ შეასრულებთ, ვალდებულებების შესრულება თავისუფალ სასამართლოს, თავისუფალ არჩევნებს ნიშნავს. თუ არჩევანია, სტატუსი თუ ძალაუფლება, თქვენ ძალაუფლებას აირჩევთ, ამაშია მთელი მავნებლობა და უბედურება თქვენი ხელისუფლების, რაც ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა