პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ საკრებულოს დეპუტატმა დღეს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ საკრებულოს დეპუტატმა დღეს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნინო წულაძემ იმ კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა, რაც თბილისის მერიაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე მიუთითებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საკრებულოს დეპუტატის ანგარიშში ასევე მოხვდა ისეთი მძიმე თემები, როგორიცაა ე. წ. „მკვლელი“ შადრევნებისა და სკვერების თემა.

ნინო წულაძის თქმით, ვაკის პარკის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, ამ დრომდე, თბილისის მასშტაბით სკვერების სათანადო შემოწმება არ დაწყებულა, რაც მისი განმარტებით, მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულოში არც კი განუხილავთ ის ინიციატივები, რაც გვქონდა. მათ შორის ეს ეხებოდა სკვერების შემოწმებას, რაც ნიშნავს, რომ დღეს, თბილისში, დასასვენებელ პარკებსა და სკვერებში ბავშვების სეირნობა ისევ საშიშია. ასევე საფრთხის შემცველია ლიფტებით სარგებლობა. არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, ამ დრომდე არ მოწმდება ლიფტები. რაც შეეხება კორუფციას, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება მშენებლობის მიმართულებით, არსებობს კონკრეტული ფაქტები, რაზეც არაერთი კითხვაა და ეს კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია“, - აცხადებს ნინო წულაძე.

პარტიის ცნობით, ანგარიშის პრეზენტაციისას, პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ საკრებულოს დეპუტატმა ხაზი გაუსვა სხვა საკითხებსაც, მათ შორის , ვრცლად ისაუბრა, სკოლებში ბავშვთა კვების თემაზე, რასაც მისი თქმით, მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება, ფინანსური რესურსის გამოყოფა კი შესაძლებელია.

წულაძის განცხადებით, გასული წლის მონაცემებით, სიღარიბე ბავშვებში 28%-ითაა გაზრდილი, რაც მისი თქმით, საგანგაშო მაჩვენებელია.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს