მაია ბითაძე ოპოზიციას - თქვენ არც მშვიდობა გინდათ, არც ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა გახარებთ, მარტო იმით ხართ დაკავებული, რომ თქვენი სამშობლოს დისკრედიტაციას ახორციელებთ

ბოლო დროს დავიწყე ზოგიერთი ტელევიზიის ყურება და სიმართლე გითხრათ, შეუძლებელი იყო იმ ბოღმის, აგრესიის და შურის მოსმენა, რომელიც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან მოდიოდა. იმდენად, რომ ოპოზიციური არხების ჟურნალისტებიც კი გადარიეს რიგ შემთხვევაში, იმდენად დიდი ღვარძლი მოდიოდა მათი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არ სრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ იმ არხებს უყურონ, რომლებიც ყველაფერს აშუქებენ, რასაც მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ახორციელებს.

„თქვენ მუდმივად დაკავებულები ხართ ადამიანების ბულინგით, ქმნით რაღაც ახალ ფორმატებს, რაც 37 წელს მახსენებს, „პლაშიანი“ კომუნისტები რომ დადიოდნენ და ხალხის მტრების სიას ადგენდნენ. ოჯახებს აბულინგებთ და უფრო მეტიც, სახელმწიფოს ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ თქვენგან იმიტომ, რომ თქვენ ვიღაცები არ მოგწონთ. თქვენ არაფერი არ მოგწონთ და გწყინთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ მოვახდინეთ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება, სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს გავხდით ენერგეტიკული გაერთიანების წევრები, ვაჭრობა დავიწყეთ ევროკავშირთან და ახლა მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციონერ კოლეგები კანონშემოქმედებით პროცესში არ მონაწილეობენ და ისიც კი არ იციან, რომ მხოლოდ გარემოს დაცვის სფეროში 200-მდე სამართლებრივი აქტი და 11 სრულიად ახალი კანონია მიღებული.

„ქართველი ხალხი ხედავს იმას, რომ ოპოზიციას არც მშვიდობა უნდა, არც ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა ახარებს, მარტო იმით არის დაკავებული, რომ სამშობლოს დისკრედიტაციას ახორციელებს“,- განაცხადა მაია ბითაძემ და ოპოზიციას მიმართა, რომ როდესაც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, შეეცადონ პატრიოტული გრძნობა აამოქმედონ და ერთად იზეიმონ „ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი“.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები