„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი იყო ევროკავშირის მოთხოვნა. მეტიც, თითოეული დეტალი შეთანხმდა ევროკავშირთან, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც დაიწყო სპეკულირება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს სტატუსის წინააღმდეგ.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა, ჩვენ არ გვქონდა არავითარი პოლიტიკური მიზანი, ინტერესი. ეს იყო ევროკავშირის მოთხოვნა და მეტიც, თითოეული დეტალი შეთანხმდა ევროკავშირთან. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ მაინც დაიწყო სპეკულირება, მხარი არ დაუჭირა ამ კანონპროექტს, პრეზიდენტს მოუწოდეს ვეტო დაედო და ა.შ.ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ეს ადამიანები. სადაც ევროკავშირის მოთხოვნა შესრულდა, სადაც ყველაფერი გავლილი იყო ევროკავშირთან, იქაც კი მოახერხეს სპეკულირება,“ - განაცხადა კობახიძემ.