სერგო ჩიხლაძე - აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და პირდაპირი ფრენები პატრიოტი და ეროვნული ხელისუფლების პირობებში სავსებით რეალური იქნება

აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი პარტნიორები დააკვირდებიან არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და მათი მხრიდან რეაგირება მცირე გაყალბებასაც მოჰყვება , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრები.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ერთობლივმა დელეგაციამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტი დაასრულა. მათივე განმარტებით, ჩიხლაძემ ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ აშშ ყოველთვის მზადაა ქართველი ხალხის დასახმარებლად.

„ჩვენს დელეგაციას მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა აშშ-ის სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში. ასევე, შევხვდით ექსპერტულ წრეებს და კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავენ. მთავარი რაც შეიძლება ითქვას დასკვნის სახით არის ის, რომ აშშ ყოველთვის იდგება ქართველი ხალხის გვერდით. აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენი პარტნიორები დააკვირდებიან არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოს და მცირე გაყალბებასაც მოყვება რეაგირება მათი მხრიდან.

მათი მთავარი გზავნილია რეფორმები, რეფორმები და კიდევ ერთხელ რეფორმები. 12 რეკომენდაცია შესასრულებელია, ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტიუკრაინული პროპაგანდა მიუღებელია და ეს უნდა შეიგნოს ხელისუფლებამ. ჩვენი ამერიკელი მეგობრები წუხან და არ მალავენ უკმაყოფილებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ USAID-ზე და ამერიკულ ორგანიზაციებზე მიტანილი იერიშის გამო. აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და მასში ასახული პოლიტიკური გზავნილები გარკვეულ შეშფოთებას იწვევს პარტნიორებში.

რაც მთავარია, აშშ მზადაა, რომ საქართველოს ყველა სახის დახმარება აღმოუჩინოს და უფრო მეტიც, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოგვიწოდებენ, რის სურვილსაც არ ამჟღავნებს საქართველოს ხელისუფლება. დღეს რომ საქართველოს პატრიოტი და ქვეყნის ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება ჰყავდეს, წარმოუდგენელი წინსვლა იქნებოდა აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის, ვიზების გამარტივების, პირდაპირი ფრენების, სასწავლო და სხვა პროგრამების გაღრმავების მიმართულებებით, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის კუთხით.

აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების გამარტივება და პირდაპირი ფრენები სრულად რეალურია პატრიოტი და ეროვნული ხელისუფლების პირობებში“. - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერები გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი 23-28 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში