ლევან ხაბეიშვილი - ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ - სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით - უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია

ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს და პატრიოტ ადამიანს, ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ - სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით , - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ლევან ხაბეიშვილი წერს, ღუდუშაურის ქმედება „უკიდურესად უღირსი და მდაბიო იყო.

„რუსთავში, საავადმყოფოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარდაბნის საკრებულოს წევრის მოსანახულებლად ვიყავი (რომელსაც თავს რუსული პარტიის გარდაბნის საკრებულოს წევრები დაესხნენ, საკრებულოს სხდომაზე), როცა რუსეთისა და პუტინის მეხოტბე ალუდა ღუდუშაურის განცხადება ვნახე...

უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია, თუმცა, მიკვირს და არ ველოდი სამშობლოს გროშებზე გამყიდველებისგან - მეთქი, მოგატყუებთ.

არანაირი ზღვარი, წითელი ხაზი, მორალური და ადამიანური ღირებულება არ არსებობს მათთვის. ამ ხალხს შეუძლია და აკეთებენ - ემსახურებიან პუტინის რუსეთს, ღალატობენ და ყიდიან სამშობლოს.

ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს და პატრიოტ ადამიანს, ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ - სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით. ძვირფასო ანი, ზუსტად ვიცი ასეც მოიქცევი. გააგრძელე ის საქმე, რასაც აკეთებ, ემსახურე ქვეყანას, ხალხს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად გავიტანთ ამ რუსულ, ვადაგასულ პოლიტიკურ ნაგავს ქვეყნიდან, პარლამენტიდან“, - წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორის. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის