თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილს - ყველაზე ადეკვატური იქნებოდა თქვენი მოწოდება, რომ ირაკლი ბერაიამ დატოვოს მანდატი, მაგრამ მინიმალური არის ის, რომ დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია

ჩვენ მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა.

მან მიმართლა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და აღნიშნა, რომ მმართველი ძალის მორალური ღერძი სწორი რომ იყოს, ირაკლი ბერაიას მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

„ბატონო შალვა, მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ სრულიად ამორალური, სრულიად სამარცხვინო განცხადების შემდეგ, რომელიც უპრეცედენტოა მათ შორის იმ სტანდარტებითაც კი, რომელიც „ოცნებამ“ ამ პარლამენტში დაამტკიცა, მათ შორის, თქვენთვის, რომელიც ფიზიკურ ძალადობასაც კი არ ერიდებით ქალის წინააღმდეგ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბერაია უნდა იკავებდეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას? თუ თქვენ გსურთ, რომ დაწესდეს რეალური, ქმედითი სანქცია ამ ამორალური, სამარცხვინო განცხადების გამო ამ კონკრეტული ინდივიდის წინააღმდეგ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება და გადააყენოს ირაკლი ბერაია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან. გასაგებია, რომ პარლამენტის წევრები არიან არჩეულები ხალხის მიერ და შესაბამისად, მათი გადარჩევა შეუძლებელია, თუმცა აქაც თქვენი მორალური ღერძი სწორი რომ იყოს, მას მოუწოდებდით მანდატი დაეტოვებინა. მაგრამ ყველაზე მინიმალური რაც შეგიძლიათ გააკეთოთ მისი ამ ამორალური თავდასხმის გამო, რომელიც პირდაპირ სუს-იდან არის ნაკარნახევი და რომელიც მიზნად ისახავს ყველაზე აქტიური, ყველაზე პრინციპული და უკომპრომისო ოპოზიციონერი ქალების გაჩუმებას და ეს ძალიან კარგად გვესმის, რომ ხდება განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ ვაქტიურობთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენისთვის, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა თქვენი მოწოდება, რომ მან დატოვოს მანდატი. მაგრამ მინიმალური არის ის, რომ დაატოვებინოთ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, რადგან უკიდურესად შეუსაბამოა ის თავისი პოზიციისთვის. გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, ბატონო შალვა!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის