რაც საზოგადოებამ მოისმინა ბერაიას და ღუდუშაურის მხრიდან, ეს იყო კატასტროფა - ბერაიამ საქმიან გამოსვლას უპასუხა გაუგონარი უზრდელობით , - ამის შესახებ მოქალაქეების დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.
მიდი თქმით, "ქართული ოცნება" ახლა უნდა ფიქრობდეს, რამდენად შეიძლება ადამიანები, რომლებიც ასეთი ლექსიკით გამოირჩევიან, იყვნენ დეპუტატები.
"რაც საზოგადოებამ მოისმინა ბერაიას და ღუდუშაურის მხრიდან, ეს იყო კატასტროფა, "ქართული ოცნების" ადგილზე ვიფიქრებდი, საერთოდ, შეიძლება თუ არა პარლამენტში იყვნენ დეპუტატები, რომლებიც მსგავსი სიტყვათა წყობით გამოირჩევიან. ეს არ იყო პირველი, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული კატასტროფა, რაც თეონა აქუბარდიას მიმართ იკადრა ბერაიამ, ამის ასე გატარება არ შეიძლება, თავად „ოცნებისთვის“ ეს არის გაუგონარი მარცხი.
თეონა აქუბარდია იყო აბსოლუტურად საქმიანი, საუბრობდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ასეთ საქმიან განცხადებას ბერაიამ უპასუხა გაუგონარი უზრდელობით, რაც მოისმინეთ", - განაცხადა თურაზაშვილმა.