თეონა აქუბარდია - ირაკლი ბერაიას ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება, კომიტეტიდან არ წავალ, ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ - ის ემოციურად გაწონასწორებული პიროვნება არ არის და კომიტეტს არ უნდა ხელმძღვანელობდეს

მისი [ირაკლი ბერაიას] ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება -კომიტეტიდან არ წავალ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მუშაობას, მე მას ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი „სასაცილო და საცოდავი პასუხებით ცდილობს ქალების დისკრედიტაციას“.

„ნამდვილად რბილი შეფასებაა „პატარა კაცები“ იმასთან შედარებით, რაც მან დღეს იკადრა. მე ამით არაფერი დამაკლო. საკუთარ თავს ავნო, ისე როგორც „ქართულ ოცნებას“. მისი ცალყბად გაკეთებული ბოდიში არაფერში მჭირდება. ეს კიდევ აჩვენებს, რომ მათ ქალების ეშინიათ, სწორედ ასეთი სასაცილო, საცოდავი პასუხებით ცდილობენ ქალების დისკრედიტაციას. ვერ გამაჩუმებენ, გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდე, საუბარია დეოკუპაციაზე, რუსეთის აგრესიის საპასუხო ზომებზე, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. თუ პასუხი არ აქვს ბერაიას, ან სხვას, გამოვიდნენ და პასუხი გამცენ, იკაცონ და გაბედონ, რომ არგუმენტირებული პასუხი იყო და არა ის, რაც მათ იკადრეს“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია ემოციურად გაუწონასწორებელია.

„ბერაიამ თავისი გამოსვლა დაასრულა იმით, რომ მე არ ვიმსახურებ არც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობას და არც კომიტეტის წევრობას. ბერაიასთან არაფერი პირადი არ მაქვს. მთავარი პრობლემაა ის, რომ ემოციურად გაუწონასწორებელია კომიტეტის თავმჯდომარე, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. გახსოვთ, როგორ გამაგდო კომიტეტიდან ჩემი კრიტიკული პოზიციის გამო და არა იმის გამო, რომ ბოთლი ვესროლე, ან შეურაცხყოფა მივაყენე. ამბობს, რომ აქუბარდია მატყუარაა. მე როდესაც ვაკეთებ კომენტარს და პოზიციას, ციტირებებს ვკითხულობ. თუ არ მოსწონს, ის რასაც ამბობს და ვახმოვანებ, მისი პრობლემაა. ფაქტია, რომ დეოკუპაციაზე და ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ერთიანი პოზიცია არ გვაქვს, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და არა ჩემი. რა თქმა უნდა, პირადად ბოდიში მომიხადა, როდესაც მატყუარა მეძახა, ახლა საჯაროდ მოიხადა. ეს არ ცვლის იმას, რომ ის ემოციურად არ არის გაწონასწორებული პიროვნება, კომიტეტს არ უნდა ხელმძღვანელობდეს. მე კომიტეტიდან არ წავალ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ მუშაობას, მე მას ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი განცხადებები იცოდეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის იქ, სადაც ის დადის ხოლმე. მათ შორის იცოდნენ, თუ რა მეთოდებით უპირისპირდება საკუთარ მოადგილეს კომიტეტში“,- აღნიშნა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები