ლევან ჟორჟოლიანმა საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა, გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ლევან ჟორჟოლიანმა, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, მონაწილეობა მიიღო ფრაქციის 18 სხდომაში და განიხილა 26 საკითხი.

ამასთან, განმარტავენ, რომ 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ ჩაატარა 20 სხდომა. ხსენებული სხდომების ფარგლებში განხილულ იქნა 382 განკარგულებისა და 105 დადგენილების პროექტი.

„ამა წლის 21 ივლისის ჩათვლით ლევან ჟორჟოლიანი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, დაესწრო კომისიის 16 სხდომას და შეისწავლა 247 საკითხი; ხოლო ამა წლის 21 ივლისიდან დღემდე იგი გარემოს დაცვის კომისიის წევრია. ამ დროის განმავლობაში კომისიის 3 სხდომას დაესწრო და 20 საკითხი შეისწავლა.

საანგარიშო პერიოდის მანძილზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში 100-ზე მეტი განცხადება/წერილია შესული და თითოეულ მათგანზე კანონით დადგენილ ვადებში განხორციელდა/ხორციელდება შესაბამისი რეაგირება, ასევე კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა ასობით მოქალაქეს გაუწიეს ზეპირი იურიდიული კონსულტაცია.

2022 წლის 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ ჩაატარა 20 სხდომა. ხსენებული სხდომების ფარგლებში განხილულ იქნა 382 განკარგულებისა და 105 დადგენილების პროექტი.

საანგარიშო პერიოდში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის საქმიანობის ფარგლებში არაერთი სამართლებრივი აქტის ექსპერტიზა განხორციელდა.

წარმოდგენილ ანგარიშში ცალკე გამოყოფილია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც განხილულ და მხარდაჭერილ იქნა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ.

ლევან ჟორჟოლიანი ჩართული იყო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში. მათ შორის მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროექტების განხილვაში.

გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი არის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაციის წევრი. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პლენარულ სესიებში მიიღო მონაწილეობა. ლევან ჟორჟოლიანი ასევე აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით გამართულ არაერთ ადგილობრივ ფორუმსა თუ ღონისძიებაში.

ანგარიშის წარდგენას დედაქალაქის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები