პაველ ჰერჩინსკი - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოში ევროკავშირის მისია 2004 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში, საქართველოსთვის დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნა განსაზღვრული.

„დღევანდელი კონფერენცია ფანტასტიკური შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ნათელი მოვფინოთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით. ჩემთვის სასიხარულოა ევროკავშირის წარმომადგენლობის ნახვა, უამრავი ქვეყნის წარმომადგენლობა ესწრება ჩვენს კონფერენციას და ჩემთვის ეს სასიხარულოა, ვინაიდან ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია და შესაძლებლობებზე ვისაუბროთ. საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო ევროპის პერსპექტივის გაძლიერებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში სასჯელ აღსრულების მიმართულებით. ჩვენი მისია 2004 წლიდან დაიწყო, ამას საფუძველი ჩაეყარა და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნა განსაზღვრული საქართველოსთვის, ასევე 25 მილიონი ევრო - ეს უკვე ეხება ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით. ეს არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება. ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა ზუსტად პრობაციის, სასჯელაღსრულების სისტემების განვითარებას და გაძლიერებას ეხება. ამ ხნის განმავლობაში, ამ პარტნიორობის მსვლელობისას საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის, რეაბილიტიზაციისა და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მისივე თქმით,საფუძველი ჩაუყარა ამ ძალისხმევას და ვინც მუშაობს იმისთვის, რომ პროგრესი შენარჩუნდეს.

„ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის ძალიან დიდი წილი ამ ძალისხმევისა არის ზუსტად პრობაციის მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზაციების წვლილიც მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით, მუხტი არ უნდა შეჩერდეს იმისთვის, რომ არსებული, დარჩენილი გამოწვევები და პრობლემები ერთად გადავლახოთ, რათა მოხდეს პატიმრობის მაჩვენებლის შემცირება საქართველოში დაიყოს არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების უფრო მეტი პრაქტიკა, რადგან საქართველო არის მოწინავე, ხუთ ქვეყანაში შედის, სადაც ყველაზე მაღალია პატიმრობის მაჩვენებელი, პატიმრობისა როგორც სასჯელის. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა მოხდეს ევროკავშირის სტანდარტების სრულფასოვნად დანერგვა. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დახმარებას კვლავაც აღმოუჩენს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით ჰარმონიზებულ სისტემას და შესაბამისად, საზოგადოებასაც ჯანსაღ და წარმატებულ საზოგადოებას“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს