პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წევრებს რამდენიმე ადამიანი ანიშნებს, რომ უნდა იყეფონ და ჩხუბობენ, თუ ანიშნებენ, უნდა გაჩუმდნენ და კუთხეში დასხდნენ - ჩემი თვალით მინახავს: ადამიანი მიცინოდა, უცებ ანიშნეს და ჩხუბი დაიწყო

„ქართული ოცნების“ პოლიტიკის სტილია, რომ სადაც არგუმენტები არ აქვს, შეურაცხყოფაზე გადავიდეს - შეკვეთის შემსრულებელს „ქართული ოცნება“ არ დასჯის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატები ინდივიდუალურად არ მოქმედებენ.

„ხედავთ, რაც ხდება სხდომაზე, ეს არ არის შემთხვევითი. არ იფიქროთ, რომ ვინმემ ბერაიას საყვედური უთხრას, ან ალუდა ღუდუშაურს, შეიძლება ფორმალურად ვინმემ საჯარო სივრცეში ბოდიში მოიხადოს ან თქვას, რომ არ მოსწონს, მაგრამ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის სტილია, რომ სადაც არგუმენტები არ აქვს, შეურაცხყოფაზე გადავიდეს. პირიქით, წაახალისებენ, შეიძლება დააწინაურონ კიდეც ან პრემიაც გამოუწერონ. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვეტილებებს ემოციით არ იღებენ. რამდენიმე ადამიანია, რომელიც ანიშნებს, რომ უნდა იყეფონ და ჩხუბობენ - თუ ანიშნებენ, უნდა გაჩუმდნენ და დასხდნენ კუთხეში. ჩემი თვალით მინახავს ამგვარი ქმედებები, ადამიანი მიცინოდა, უცებ ანიშნეს და ჩხუბი დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაკვეთით ხდება, შეკვეთის შემსრულებელს „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა, არ დასჯის,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის