ხატია დეკანოიძე - ფარისევლური ბოდიში, რომელიც თითქოს გაისმა, არაფერს ნიშნავს - ირაკლი ბერაია დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყენებული თანამდებობიდან

პარლამენტის პლენარული სხდომა უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრით გაიხსნა.

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე, მომხდარის გამო, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ბერაიამ გუშინ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფით საზოგადოებაც შეურაცხყო.

„მე არ შემიძლია, რომ დღევანდელი დღე დაიწყოს ჩვეულებრივად, ისე, თითქოს, გუშინ არაფერი მომხდარა და ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც მოიხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იყოს მიღებული. მოვითხოვ და ვფიქრობ, ამაში ჩემი კოლეგებიც შემომიერთდებიან, რომ ბერაია, ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან. ის, რაც გუშინ აქ მოხდა, არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა. ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც რომელიც აქ, გუშინ, თითქოს გაისმა, არ ნიშნავს რამეს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები