რატი ბრეგაძე - როცა ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია იქნება, მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება

გადაწყვეტილებებს არა ვიზუალის მიხედვით ვიღებთ, არამედ, ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. როგორც კი ეს იქნება, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება. ის მსჯავრდებული პატიმარია, მათ შორის, კლინიკა „ვივამედშიც“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ განმარტა, სააკაშვილი სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებული არ იქნება და ექიმების შესაბამისი რეკომენდაციის შემდეგ, ის პენიტენციურ დაწესებულებას დაუბრუნდება.

„რატომ არ გადაგვყავს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ საკითხზე მრავალჯერ დაისვა კითხვა, ჩვენი პასუხი ერთია - მაშინ, როცა იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან საქართველოში სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ვგულისხმობ მსჯავრდებულ პატიმრებს, შესაბამისად, გამონაკლისი არც ისაა. როცა იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება. გადაწყვეტილებებს არა ვიზუალის მიხედვით ვიღებთ, არამედ, ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად/ როგორც კი იქნება, ის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, ის მსჯავრდებული პატიმარია, მათ შორის, კლინიკა "ვივამედშიც",- განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ სააკაშვილის მონახულებას და დასკვნას, რომ ჯანმრთელობის გარკვეული დადებითი დინამიკა შეინიშნება, ბრეგაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პერსონალურია.

„თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ რამე კომენტარი გავაკეთო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შესაძლოა, სხვადასხვა სახის მანიპულაცია მოჰყვეს, თითქოს, მე პერსონალურ ინფორმაციაზე ვსაუბრობ. ამიტომ, თუ გამოაქვეყნებს ეს კონსილიუმი მსჯავრდებულთან შეთანხმებით, ბუნებრივია, საზოგადოებას შეუძლია აქედან ინფორმაცია მიიღოს. მე გითხარით ერთი და ამ პოზიციაზე ვარ, რომ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მას შემდეგ დავაბრუნებთ, რაც ექიმების რეკომენდაცია გვექნება",- განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა, თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს, ბრეგაძემ უპასუხა, რომ „პრეზიდენტი რას გააკეთებს, არ იცის“.

„პრეზიდენტი რას იზამს, ამაზე საუბარიც ჩემთვის მარტივი არ იქნება. მე მახსოვს ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები მსჯავრდებულ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - „არა და არასდროს“. რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებს, ამასთან დაკავშირებით, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ის საქართველოს მოქალაქე არ არის, მას პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება არ აქვს, არ შეუძლია პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე იყოს, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, სადაც ამბობენ რომ მათ პოლიტიკური ლიდერი ჰყავთ მიხეილ სააკაშვილის სახით, მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტს ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არაფორმალური მმართველობის კლასიკური მაგალითია. აქ ჩართულია მერაბიშვილი, კეზერაშვილი და სხვა ყველა, ვისაც რეალურად ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, უბრალოდ ამ ადამიანების მარიონეტები არიან“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას