ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნება“ იქცევა რუსი პოლიტიკოსივით - ის საქართველოს ისტორიაში არის დროებითი მოვლენა, უბედურება, ერთგვარი სახადი, რომელიც ხალხმა უნდა მოვიხადოთ

მჯერა, ევროპელი პარტნიორები აღიარებენ და დაინახავენ იმას, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ისტორიაში არის დროებითი მოვლენა,უბედურება, ერთგვარი სახადი, რომელიც უნდა მოვიხადოთ ქართველმა ხალხმა და შემდეგ უნდა დავიწყოთ ევროინტეგრაციისკენ რეალური სვლა, -ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პალიტრანიუსის გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რადგან „ქართული ოცნება“ არის „გადამგდები და უკან მოჩანჩალე პარტია“.

„საქართველოზე არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთისგან განსხვავებულ პოლუსზე დგას. ეს გამოიხატება იმაში, რომ „ქართული ოცნება“ რუსი პოლიტიკოსივით იქცევა, რაც რუსეთის ინტერესებში ჯდება და ამას არგებს საქართველოს. მერე მხარეს დგას საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 90%, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროინტეგრაცია.ეს ყველაფერი ერთმანეთს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კუპრაძემ.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება სიტყვით ერთს ამბობს და საქმით მეორეს ამტკიცებს, რაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

„როდესაც რუსული ორბიტისკენ საქართველოს დამაახლოებელ ნაბიჯებს დგამენ, რა თქმა უნდა, ქმედებებს ვენდობი იმიტომ, რომ ის სიტყვები, რაც მათი პროპაგანდის საშუალებით ვრცელდება, ნამდვილად მხოლოდ პროპაგანდის მექანიზმი და ინსტრუმენტია მათ ხელში. ამ ქმედებების მიხედვით, ცხადია, ისინი პირდაპირ კავშირზე არიან კრემლთან, მათ ინტერესებს ემსახურებიან და შესაბამის ნაბიჯებს დგამენ“, - განაცხადა კუპრაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება რუსული პროპაგანდისტული შინაარსით გაჯერებულ ნაბიჯებს დგამს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„ქვეყნის შიგნით ამის კარგი გამოვლინება იყო გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რუსული კრუიზი, რუსული კანონი, რუსული უნივერსიტეტებით გატაცება და უფასო სწავლებით მოხიბვლა, ასევე 100 ათასობით რუსის შემოდინება ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კუპრაძემ.

ამასთან, ის „კიბერ კმარასმიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერსაც გამოეხმაურა, რომელიც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს. ირაკლი კუპრაძის თქმით, ჩანაწერის ადასტურებს, როგორც იტყუებოდა „ქართული ოცნება“.

„ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ეს ნამდვილი ჩანაწერია, რაც შეეხება ფრენების აღდგენის განხილვას პირდაპირ სახელმწიფოებრივი ხაზით. რეალურად, საზოგადოებას აჩვენებს, მათ შორის ჩვენს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, თუ როგორ იტყუებოდა „ქართული ოცნება“, როცა ამბობდა, რომ მას არანაირი კომუნიკაცია და კავშირი არ ჰქონდა ფრენების პირდაპირ აღდგენასთან, რომ თითქოს ეს იყო ბიზნესის კერძო ინიციატივა. ცხადია, ეს ასე არ ყოფილა. ამ დასტურის მიღმა, დაახლოებით თვენახევრის წინ დადასტურდა ოფიციალური მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასა და კრემლს შორს ფრენების საკითხზე“, - განაცხადა კუპრაძემ.

„ლელოს“ გენერალური მდივნის განმარტებით, არ სჯერა ზურაბ აბაშიძის, რადგან ოთარ ფარცხალაძე მონაწილეობდა ამ ტიპის კომუნიკაციაში და ის მუშაობდა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე.

„ამას ადასტურებს რუსეთის დუმის დეპუტატი კალაშნიკოვი, რომელმაც შეიძლება ითქვას წამოაყრანტალა ფარცხალაძის ჩართულობა ამ ტიპის მოლაპარაკებებში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა. ცხადია, ირაკლი ფარცხალაძე წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“ მოსკოვში, დღესაც წარმოადგენს და ბიძინა ივანიშვილის მთავარი დასაყრდენია, რომლითაც ის საქმეებს „ალაგებს“ მოსკოვში ფარცხალაძის დავალებით. ცხადია, ის ახერხებს ანტიეროვნული ცვლილებების მიღებას საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა კუპრაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის