ხათუნა სამნიძე - ბერაიამ და ღუდუშაურმა „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის კამპანია გააგრძელეს - პარლამენტის თავმჯდომარეც ქალ პოლიტიკოსებზე განსაკუთრებული თავდასხმით და მიზოგენიით გამოირჩევა

ბერაიამ და ღუდუშაურმა „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის კამპანია გააგრძელეს - საერთაშორისო საზოგადოებას აუცილებლად გაეგზავნება თითოეული სიტყვის თარგმანი, არ ვსაუბრობ მხოლოდ ბერაიაზე, ვსაუბრობ, მათ შორის, სპიკერზე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული თავდასხმით ქალ პოლიტიკოსებზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

სამნიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ სუს- ის მეთოდებით ესხმის თავს ქალ დეპუტატებს.

„მას [ირაკლი ბერაიას] ბოდიში არ მოუხდია საკუთარი საქციელისთვის, რაც იყო მიუღებელი, უღირსი და სუს - ის მეთოდებით ქალზე თავდასხმა, ამიტომ გაუწონასწორებელმა ადამიანმა უნდა დატოვოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და ამის შემდეგ ყველამ გაითვალისწინოს, სანამ რაიმეს იტყვის მსგავსს, რომ ამას მოჰყვება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ბერაიამ და ღუდუშაურმა გუშინ გააგრძელეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა - დისკრედიტაცია და დისკრიმინაცია ქალი პოლიტიკოსების, რომელთაგან გრძნობენ სერიოზულ წინააღმდეგობას. ეს იყო მიზანამიმართული კამპანიის გაგრძელება. ამას გააგრძელებს „ქართული ოცნება“. მიუხედავად დაგეგმილი კამპანიის და დავალების შესრულებისა, იმაზე მეტიც კი მოუვიდა ბერაიას, ჩემი აზრით, ვიდრე „ქართული ოცნება“ გეგმავდა. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ბერაიას ხელს არც კი ჩამოართმევენ, არც ერთ მისიაში, არც ერთ საზოგადოებაში საერთაშორისო დონეზე, სადაც გაიგზავნება აუცილებლად მისი თითოეული სიტყვა თარგმნილი ჩვენი მხრიდან. არ ვსაუბრობ მხოლოდ ბერაიაზე, ვსაუბრობ მათ შორის სპიკერზე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული თავდასხმით ქალ პოლიტიკოსებზე და მიზოგენიით. მას წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რაც ისმის ასევე კობახიძისგან, როცა ხედავს ჩვენგან წინააღმდეგობას, მათი მიზანია სუს-ის მეთოდებზე გადასვლით, გააჩერონ და დააშინონ ქალები, არც ერთი ასეთი მეთოდი არ გამოდგება ჩვენს გასაჩერებლად და დასაშინებლად“, - განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის,31 ოქტომბრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის