პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური საკითხი.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პრეზიდენტები ციხეში არ უნდა ისხდნენ და ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა არ უნდა ჰქონდეთ.
„საქართველოში ნორმალური პოლიტიკური გარემოსთვის, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, კანონის უზენაესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ იყოს დაშვებული“, -
სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ნიკა გვარამია სთხოვს. გვარამიას თქმით, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, თუ რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, მყისიერად მოიხსნება.