მიხეილ სააკაშვილი - მოსახლეობასთან სოფო ჯაფარიძის შეხვედრები სავსეა დიდი ემოციით, იმედითა და სიყვარულით - სოფოს წარმოუდგენელი ქარიზმა და პოზიტიური ენერგია ამ პროცესში საკვანძო ფუნქციას ასრულებს

მოსახლეობასთან სოფო ჯაფარიძის შეხვედრები სავსეა დიდი ემოციით, იმედითა და სიყვარულით, - ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

სააკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და შეხვედრა.

მოსახლეობასთან სოფო ჯაფარიძის შეხვედრები სავსეა დიდი ემოციით, იმედითა და სიყვარულით. სოფოს წარმოუდგენელი ქარიზმა და პოზიტიური ენერგია ამ პროცესში საკვანძო ფუნქციას ასრულებს. მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და შეხვედრა.

ოლიგარქისთვის წარმოუდგენელია, რომ უანგაროდ გიყვარდეს, ან უყვარდე ხალხს!

ჩემთვის საინტერესო იყო იმის გაგება, თუ რა განწყობა აქვთ ჩვენს მხარდამჭერებს.

შესანიშნავი შეხვედრები - ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ლანჩხუთში.

ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც წლებია ერთგულად იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისათვის, არასდროს შეშინებიათ ოლიგარქის, არ გაუყიდიათ მათი იდეა! სწორედ ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ოლიგარქი ქართველი ხალხის ნებას ვერ მოიპარავს!“,- წერს სააკაშვილი.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა