ირაკლი ქარსელაძეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ

მიმდინარე კვირას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.

ირაკლი ქარსელაძე ამჯერად დღეს, პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული, სადაც უწყების მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც კომიტეტის წევრებს რიკოთის მაგისტრალთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება