შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა და მათ მიკროფონი გამოურთო

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს, პლენარულ სხდომაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთების საშუალება არ მისცა.

პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას განცხადების გაკეთება ორჯერ სცადა ხატია დეკანოიძემ. ასევე, ალეკო ელისაშვილმა, თუმცა პაპუაშვილმა მათ მიკროფონი გამოურთო.

სხდომის წამყვანმა კოლეგებს მიმართა, რომ აღნიშნული საკითხი ხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის.

ცნობისთვის, ოპოზიცია ბერაიას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნას აყენებს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე