ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას მოწოდებას მივესალმები - რაც ნაკლები „ნაცი“ იქნება პარლამენტში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისთვის

ნიკა მელიას ამ მოწოდებას მივესალმები. თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს დატოვებს, ეს პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის უკეთესი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმის წასახალისებლად, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევიდეს.

„თავდაპირველად, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას ამ მოწოდებას მივესალმები. თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პარლამენტს დატოვებს, ეს პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის უკეთესი იქნება. ასევე, შემდეგ პარლამენტში, როდესაც „ნაცმოძრაობა“კიდევ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ. ჩვენ მათ არ შემოსვლას პარლამენტში ყველანაირად წავახალისებთ. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენთან კონსოლიდირებული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა ჩამოყალიბდეს. ამიტომ, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. ყველანაირი ფორმით შეგვიძლია მათი პარლამენტში არ შემოსვლა წავახალისოთ - ჩვენ ასეთი სლოგანი გვქონდა 2017 წელს - რაც ნაკლები „ნაცი“, მით უკეთესი ანუ, რაც ნაკლები „ნაცი“ იქნება პარლამენტში, მით უკეთესი ქართული პოლიტიკისთვის და ქართული დემოკრატიისთვის. რაც შეეხება, სხვა კუთხით რომ შევხედოთ ამ განცხადებას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე, კინკლაობაზე, რომელიც „ნაცმოძრაობაშია“ და რასაც ასევე მივესალმები, ისევე, როგორც ნიკა მელიას მოწოდებას. ბუნებრივია, იყენებენ. უფრო მეტიც, უნდოდათ ვიცე-სპიკერიც კი აგვერჩია მათი კვოტით, იმისათვის, რომ კიდევ ერთი მანქანა მიეღოთ, კიდევ ერთი კაბინეტი, კიდევ ერთი შესაძლებლობა შეჰქმნოდათ იმისათვის, რომ ლობირება განეხორციელებინათ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი იყენებენ, უპირველესად, მატერიალურ პრივილეგიებს, რომლებიც დაკავშირებულია საპარლამენტო მუშაობასთან. იღებენ ხელფასს ამისათვის მანქანები და ა.შ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სასიკეთოდ არაფერს აკეთებენ, ეს მატერიალური პრივილეგიები მათ აბსოლუტურად დაუმსახურებლად აქვთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ „პარლამენტში ერთადერთი ფუნქციის შესრულება უწევს- პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „კონკრეტულად რა საქმეზეა „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში - მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად“,- წერს ნიკა მელია.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები