შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა მისი სისტემის ყველა მსხვერპლის დაცინვა, იმედია, სალომე ზურაბიშვილი ამ მძიმე ნაბიჯს არ გადადგამს

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის წინაშე არათუ პირობები დაარღვია, არამედ კონსტიტუცია. ამიტომ, რთულია პროგნოზირება, როგორ მოიქცევა, მაგრამ ერთის თქმა შეიძლება, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის, მართლმსაჯულების ინტერესს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება „იქნებოდა დაცინვა არა მხოლოდ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მსხვერპლებისა, რასთან დაკავშირებულ დანაშაულებზეც უკვე მსჯავრდებულია, არამედ მისი სისტემის ყველა მსხვერპლის“.

სალომე ზურაბიშვილს თუ სურს, ქართველი ხალხის წინაშე კონსტიტუციის დარღვევას დაუმატოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა დაცინვა, მაშინ შეუძლია, შეიწყალოს. იმედია, ამ მძიმე ნაბიჯს არ გადადგამს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, დროს ჩვენს საწინააღმდეგოდ ისე არასდროს უმუშავია, როგორც დღეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრში კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარების სერვისი „ვიან კარდიო“ ამუშავდა
ქართული კომპანია „ელვარე“ თბილისში ინოვაციურ და მულტიბრენდულ შოურუმს ხსნის
კრიპტო აქტივების ბაზრის რეგულირება საქართველოში: ადგილობრივი სექტორის საერთაშორისო სტანდარტებთან მოყვანა