შალვა პაპუაშვილი - ჩვენთვის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებას ვინც ეწინააღმდეგება, არიან არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები

ყველა ის ქვეყანა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, ყველა მხარს დაუჭერს ჩვენი კანდიდატობის სტატუსს. ვინც ეწინააღმდეგება ამ სტატუსს, მხოლოდ ის ჯგუფები შეიძლება იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუსის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება, ეს ადამიანები საქართველოს მეგობრები არ არიან.

მიხეილ სააკაშვილის ამბავი უკვე დიდი ხანია გარკვეულია და ვინც სკეპტიციზმით იყო განწყობილი, მათთვის ეს გარკვეულია მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა თავისი ვერდიქტი და ამხილა, რომ ყველა ეს ინფორმაცია, თითქოს მას არ ჰქონდა სათანადო სამედიცინო დახმარება, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და სულ მცირე, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ამ წლის მაისის შემდეგ, ყველასთვის არის ცხადი. ის, ვინც უარყოფს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უარყოფს რეალობას. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, მეც პირადად, გვაქვს ვიზიტები და ამ საკითხთან დაკავშირებით არავისთან კითხვები აღარ არის. რაც შეეხება მხარდაჭერას, დარწმუნებული ვარ, ყველა ის ქვეყანა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, ყველა მხარს დაუჭერს ჩვენი კანდიდატობის სტატუსს. ვინც ეწინააღმდეგება ამ სტატუსს, მხოლოდ ის ჯგუფები შეიძლება იყვნენ, რომლებიც არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა