შალვა პაპუაშვილი - 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ევროპის ქართული გაგება - ვფიქრობ, სიმბოლური იქნება, ამ დღეს ევროკომისიამ გამოაცხადოს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით

8 ნოემბერს ველოდებით შეფასებას. 8 ნოემბერს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ევროპის ქართული გაგება ჩვენს ერში და რომლის პრინციპებსაც მიჰყვება ჩვენი ხელისუფლება. სწორედ 8 ნოემბერს, ვფიქრობ, სიმბოლური იქნება, ევროკომისიამ გამოაცხადოს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შარშან, ივნისში, რადიკალურმა ოპოზიციამ მიაღწია იმას, რომ საქართველოს დაუმსახურებლად არ მიენიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მისი თქმით, სიმბოლური იქნება 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ქვეყანამ მიიღოს სტატუსი.

"შარშან, ივნისში, ვნახეთ რადიკალური ოპოზიციის წარმატებული მცდელობა, როდესაც ატეხილი პანიკით, აჟიოტაჟით, დეზინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და წელსაც ზუსტად იგივე მცდელობები იყო. მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გუშინდელ განცხადებაში, რომ დიახაც, საუბრები აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოხდეს 2024 წლის არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. პირდაპირ, უკვე აღიარებაც გვაქვს რადიკალური ოპოზიციის ქოლგა ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ასე რომ, ეს უკვე ფაქტია, ოპოზიცია და მისი რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ საქართველოსთვის. ყველა ხედავს, რომ მარცხდებიან ისინი საქართველოს წინაშე და ახლა დაიწყეს ახსნების ძიება, მათ შორის გეოპოლიტიკაზე საუბრობენ. რა შეიცვალა შარშანდელი ივნისიდან გეოპოლიტიკაში? შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა ევროკავშირთან, თუ რა ცვლილება გეოპოლიტიკაში ისეთი, რომელიც შარშანდელ ივნისთან შედარებით, წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე მიდის. სინამდვილეში, მაშინ ისინი ცდილობდნენ, დეზინფორმაციით ნეგატიური აღქმა შეექმნათ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მათი დეზინფორმაციული შტურმი აღმოჩნდა წარმატებული, შექმნეს ნეგატიური აღქმა საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ჯგუფებმა, მათ შორის, მათმა მფარველებმა უცხოეთში და იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს, რომ ევროკავშირს მიეღო უსამართლო გადაწყვეტილება.

იმედი გვაქვს, წელს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ 8 ნოემბერს. ველოდებით შეფასებას. 8 ნოემბერს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ევროპის ქართული გაგება ჩვენს ერში და რომლის პრინციპებსაც მიჰყვება ჩვენი ხელისუფლება. სწორედ 8 ნოემბერს, ვფიქრობ, სიმბოლური იქნება, ევროკომისიამ გამოაცხადოს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს