საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

რატი ბრეგაძისა და დავორ ბუნოზას შეხვედრა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრი საქართველოს კონფერენციაზე დასასწრებად სტუმრობს.

“მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების კუთხით. ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისევე, როგორც საქართველო, აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრობის მოპოვებისათვის და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება ამ კონტექსტში განსაკუთრებით აქტუალურია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოხატა მზაობა, კიდევ უფრო დეტალურად გააცნოს პარტნიორ ქვეყანას მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში დანერგილი ინოვაციები. რატი ბრეგაძემ კოლეგას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა. დოკუმენტი არაერთ თემატურ მიმართულებას და კონკრეტული ღონისძიებების არეალს მოიცავს, რაც ერთობლივი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გაააქტიურებს.

რატი ბრეგაძისა და დავორ ბუნოზას შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა