დავით სონღულაშვილი - საქართველოში მაღალტექნოლოგიური კომპანია „სტარლინკის" შემოსვლა კონკურენციას უფრო გააძლიერებს და ამ სფეროში მომხმარებელს კიდევ უფრო ფართო არჩევანი გაუჩნდება

საქართველოში მაღალტექნოლოგიური კომპანია „სტარლინკი" მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მოწოდებას იწყებს. დარწმუნებული ვარ, „სტარლინკის" შემოსვლა კონკურენციას უფრო გააძლიერებს და ამ სფეროში მომხმარებელს კიდევ უფრო ფართო არჩევანი გაუჩნდება, მიიღოს ხელმისაწვდომი სერვისი და უსაზღვროდ გაიზარდოს ინტერნეტის პენეტრაციის არეალი,-განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი ადამიანი ნახავდა რუკას, სადაც ილონ მასკის კომპანია ოპერირებს და დააკვირდებოდა იმასაც, რომ არის ადგილები, რომელიც გამოკვეთილი ფერით ჩანს და არის ჩამქრალი და ჩაბნელებული ტერიტორიები.

„ამ რუკაზე ევროპასთან ერთად საქართველოც ანათებს. მრავლისმეტყველი ფაქტია, და ოპოზიციის წარმომადგენლებიც დამეთანხმებიან, რომ საქართველო აქაც მოწინავე პოზიციაზეა - მთელ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, ევროპის დღევანდელი საზღვრებიდან კავკასიისა და აზიის მიმართულებით, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომი გახდა ფართო საზოგადოებისთვის", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, „სტარლინკის" მაგალითი არ არის შემთხვევითი, არ არის შემთხვევითი, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივისა თუ მთავრობის გამჭვირვალობის მიხედვით და ყველა რეიტინგში საქართველო უცვლელი ლიდერია.

„ეს არის შედეგი იმ პროცესებისა და გარდაქმნების, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ თანმიმდევრულად ახორციელებს ხელისუფლება", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში