მიხეილ სარჯველაძე ბერაიას განცხადებაზე - ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა - ამის მიღმა დამატებით პასუხისმგებლობაზე საუბარი, არ მგონია, მართებული იყოს

ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა - ამის მიღმა დამატებით პასუხისმგებლობაზე საუბარი, არ მგონია, მართებული იყოს, - ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატ ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერი კოლეგის თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფის თაობაზე დასმულ კითხვას.

სარჯველაძის თქმით, “ნამდვილად არ იყო სასიამოვნო ინციდენტი და კონკრეტულ ქმედებებს შეფასება მიეცა“.

მამუკა მდინარაძემ იმავე დღეს განცხადება გააკეთა. განცხადება გააკეთა თვითონ ირაკლი ბერაიამ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და ამის მიღმა დამატებით პასუხისმგებლობაზე საუბარი არ მგონია მართებული იყოს - ამის მოთხოვნის უფლება არავის გააჩნია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება