ლევან ხაბეიშვილი - რომ ვთქვა, მიხეილ სააკაშვილი არ გულისხმობს მელიას-მეთქი,  საზოგადოება დამიჯერებს? - სააკაშვილის განცხადება მიუთითებს ერთ რამეზე: ვისაც ბრძოლა სურს ივანიშვილის წინააღმდეგ, მისთვის გამარჯვების კოალიციაში კარი ღიაა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც მიუთითებს ერთ რამეზე, ვისაც ბრძოლა სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისთვის „ენმ-ის “გამარჯვების კოალიციაში“ ყველა კარი ღიაა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გულისხმობდა.

„რომ ვთქვა, არ გულისხმობს მელიას-მეთქი, საზოგადოება დამიჯერებს? ის ადამიანი, ვინც ამ თვეების განმავლობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ემთხვევა „იმედის, „პოს ტვ“-ის, კობახიძის რიტორიკას, ცხადია, ამაზე იყო საუბარი. ჩვენ გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და არა რაღაცნაირად გაჯიუტება, განაწყენება პირადი ამბიციების გამო, საერთო საქმის ზიანი, შესაბამისად, სააკაშვილის განცხადებაც მიუთითებს ერთ რამეზე, ვისაც ბრძოლა სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისთვის „ენმ-ში“ - გამარჯვების კოალიციაში ყველა კარი ღიაა, თუმცა ადამიანებს, რომლებსაც სხვა არჩევანი აქვთ გაკეთებული და ჩვენ რამდენიმე თვეა, დიდი მოთმინებით ვცდილობთ, რომ გზას არ ასცდნენ, იქნებ როგორმე მოიფიქრონ და საკუთარი ენერგია და რესურსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართონ. ვერ მივაღწიეთ ამ შედეგს, მეტიც, კიდევ უფრო მძაფრად აგრძელებენ, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდის შიგნიდან, ოჯახიდან ილანძღება და რამდენიმე თვის განმავლობაში, უბრალოდ არ დაასრულა, შეუძლია სხვა გზა მოძებნოს. რამე თუ არ მოსწონს ადამიანს, შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. თან მინდა ენმ-ის წევრობა, თან აგინებდე კობახიძის, „იმედის“ ენით, ეს არ არის ნორმალური. ან კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოთმინებით ველოდებით, რომ დაიწყებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, არჩევანი მასზეა, ან ამას გააკეთებს ან უნდა ეყოს ვაჟკაცობა და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას და მოიქცეს ისე, როგორც მას სურს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისათვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა და განაცხადა, რომ „თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა. სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია“.

სააკაშვილის თქმით, ის ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია, მიუხედავად იმისა, ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები