ვიქტორ ჯაფარიძე სააკაშვილზე - მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო შეცდომა, ეს კაცი არის დაბადებული იმისთვის, რომ ქვეყანა ამყოფოს გაუგებრობაში, ტერორში, უბედურებაში - გადასაყვანია ციხეში

მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა შეცდომა იყო, ეს კაცი არის დაბადებული იმისთვის, რომ ქვეყანა ამყოფოს

გაუგებრობაში, ტერორში, უბედურებაში - გადასაყვანია ციხეში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მედიასთან განაცხადა.

მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილი სიმულირებდა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

„სააკაშვილს აქვს ოპერაცია გაკეთებული და არაფერი ციხეში არ დამართნია. მე თავიდან ვიყავი წინააღმდეგი გადაყვანის, რატომ უნდა გადაგვეყვანა? ჭამოს, დამთავრდა! ვინმე არ აჭმევდა, აშიმშილებდა თუ რა? მაშინაც და ახლაც ვამბობდი და ვამბობ - მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო შეცდომა. არ შეჭამდა? როგორი ბოლოც ექნებოდა, ექნებოდა ისეთი ბოლო - ეს არის მაოხრებელი გზირი, გინდა უკრაინაში ყოფილიყო და გინდა სადმე სხვაგან", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, პატიმრებთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტის არსებობა დაუშვებელია და სააკაშვილი გადასაყვანია ციხეში.

„ეს კაცი არის დაბადებული იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ამყოფოს გაუგებრობაში, ტერორში, უბედურებაში. დაიღალა ეს ხალხი მართლა და მართლა. ამიტომაც გადასაყვანია ციხეში. იმ ექიმებმა მოუხმონ გონებას, კი თავს იზღვევენ, მაგრამ გასცენ რეკომენდაციები და გადავიყვანოთ. თუ რამე დაემართება - ბოლობოლო ილია ჭავჭავაძეა მკვდარი და რა ვქნათ ახლა", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც "ხალხის ძალა" ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა