ენტონი ბლინკენი რამალაში ჩავიდა, სადაც  მაჰმუდ აბასს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ხელისუფლების შტაბ-ბინას ეწვია და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება , - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბლინკენის რამალაში ჩასვლა წინასწარ არ დაანონსებულა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პარასკევს თელ-ავივში, შაბათს კი ამანში იმყოფებოდა. ის დღის მეორე ნახევარში თურქეთში გაემგზავრება.

მაჰმუდ აბასი პალესტინის ლიდერი 2005 წლიდან არის და ის „ჰამასის“ მეტოქე პოლიტიკურ პარტია „ფათაჰს“ წარმოადგენს. პალესტინის ხელისუფლება დასავლეთ სანაპიროს იმ ნაწილებს მართავს, რომელიც ისრაელის სრული კონტროლის ქვეშ არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა