გიორგი ცაგარეიშვილი - როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ორმხრივი პროცესი - როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა.

„მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისევე, როგორც მთელ გუნდს. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენი მოლოდინი სრულად დაკმაყოფილდება. რაც შეეხება იმ ადამიანების მოლოდინებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებდით, შევფერხდებოდით ამ გზაზე - მათ დიდი იმედგაცრუება ელოდებათ.

ოპოზიციამ ერთი წელი მოანდომა იმას, რომ როგორმე ჩაეშალათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, შეეფერხებინათ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და ამისთვის აკეთეს ყველაფერი და უკადრებელიც იკადრეს. უზარმაზარი თანხები დახარჯეს ამ უგვანო ლობისტურ საქმიანობაში.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ორმხრივი პროცესი - როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო სტრატეგიული მოკავშირის სახით. მე ვფიქრობ, საქართველო არის ის პატარა ფანჯარა, რომელიც ევროპას ახლა გაჭრილი აქვს და დიდი უგუნურება იქნება ამ ფანჯრის დახურვა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის