გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, ბელადის მავზოლეუმში ხალხის რაოდენობამ არ გაამართლა, მიხეილ სააკაშვილი ამით კმაყოფილი არ არის და ახლა ახალი ინტრიგა შემოაგდო

როგორც ჩანს, ბელადის მავზოლეუმში ხალხის რაოდენობამ არ გაამართლა, მიხეილ სააკაშვილი ამით კმაყოფილი არ არის და ახლა ახალი ინტრიგა შემოაგდო - თქვა, რომ პარლამენტში ვინც "ნაცმოძრაობის" დეპუტატები ხართ, დაისვენეთ, მომავალ პარლამენტში თქვენ აღარ იქნებითო, ამან კიდევ ერთხელ აურზაური გამოიწვია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” შიგნით მიმდინარე პროცესებზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი თავს კი გრძნობს ბელადად, მაგრამ ამ დროს არაფორმალური მმართველები არსებობენ.

„როგორც ჩანს, ბელადის მავზოლეუმში ხალხის რაოდენობამ არ გაამართლა, მიხეილ სააკაშვილი ამით კმაყოფილი არ არის და ახლა ახალი ინტრიგა შემოაგდო - თქვა, რომ პარლამენტში ვინც "ნაცმოძრაობის" დეპუტატები ხართ, დაისვენეთ, მომავალ პარლამენტში თქვენ აღარ იქნებითო, ამან კიდევ ერთხელ აურზაური გამოიწვია, - ვინაიდან, მელიას არ დაუჯერეთ პარლამენტიდან არ გადიხართ, შემდეგ პარლამენტში მე არ მოგახვედრებთო. ეს არის "ნაცმოძრაობის" რეალური სახე, რადგან სააკაშვილი თავს კი გრძნობს ბელადად და ჰგონია, რომ ლიდერია, მაგრამ ამ დროს არაფორმალური მმართველები - კეზერაშვილი, მერაბიშვილი არსებობენ, რასაც ხაბეიშვილი და მელიაც აღიარებენ. დეკანოიძე იქნება, გოცირიძე თუ სხვა, აღიარებენ, რომ დღეს "ნაცმოძრაობაში" ერთობა გამორიცხულია, რაც ძალიან კარგია, რადგან ჩვენ 2024 წელს გაცილებით უფრო უკეთესს ოპოზიციას მივიღებთ”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში