რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ გადატვირთვა სჭირდება, რაც მალე დალაგდებიან, მით უკეთესი

სააკაშვილის განცხადება ახალ სახეებზე არ ნიშნავს, რომ მან პარტიის „ძველ გვარდიას“ ხაზი გადაუსვა - „ნაციონალურ მოძრაობას“ გადატვირთვა სჭირდება, რაც მალე დალაგდებიან, მით უკეთესი, მის გარეშე კოალიცია ვერ შეიქმნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა პარტიაში ახალი სახეების თაობაზე.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დღეს დგას იმ ადამიანების მხრებზე, რომლებსაც, რაც კი ქუჩაში ქვები უსვრიათ, მათ თავს მოხვედრია".

"მიხეილ სააკაშვილმა ამ საკითხზე ორი განცხადება გააკეთა. პირველ განცხადებაში ის ამბობდა, რომ მომავალ სიაში ძირითადად უნდა იყვნენ ახალი სახეები. მეორე განცხადებაში ის ამბობს, რომ პარტია საჭიროებს განახლებას და ახალი სახეების წარმოჩენას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან ხაზი გადაუსვა "ნაციონალური მოძრაობის" ძველ გვარდიას, თუ შეიძლება რომ ასე ითქვას. მე არ ვარ "ნაციონალურ მოძრაობაში," ნაკლებად მაინტერესებს ამ პარტიაში რა ხდება შიგნით, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს დგას იმ ადამიანების მხრებზე, რომლებსაც რაც კი ქუჩაში ქვები უსვრიათ, მათ თავს მოხვედრია. ამიტომ ბუნებრივია, პარტია ბალანსს ძველსა და ახალ პარტიულ აქტივს შორის, თავად გამოძებნის. ეს არის მათი შიდა პარტიული საქმე,"- განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა სიის დაკომპლექტებას სრულად ახალი სახეებით, გოცირიძე აცხადებს, რომ ახალი სახე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში სულ რამდენიმეა და ახალი ფიგურები ერთ- ორ წელში არ იბადებიან.

"ახალი სახეებით სია დააკომპლექტა "ქართულმა ოცნებამ". ძველი სახე, ვინც "ქართული ოცნების" პირველ ტალღაში იყო, აქ არის ერთადერთი ვოლსკი. ვოლსკის გარდა, 99 პროცენტი არის ახალი სახე და მათი მოვალეობაა ღილაკზე ხელის დაჭერა და საშინელი გადაწყვეტილებების მიღება. "ქართული ოცნების" სია რომ წარმოჩინდა, გაგვიკვირდა, რა კარგი დიპლომები ჰქონდათ, მაგრამ დიპლომები არ ყოფილა საკმარისი, აუცილებელი ამავე დროს ცხოვრებისეული და პოლიტიკური გამოცდილება. პოლიტიკური ფიგურები არ იბადებიან ერთ და ორ წელიწადში, ამ ბოლო 5 წელში რომელი ახალი პოლიტიკური ფიგურა გაჩნდა მეთქი რომ გკითხოთ, ალბათ, სულ რამდენიმეს თუ ჩამომითვლით. პარტიულ ცხოვრებას აქვს თავის წესები, უნდა გაიარონ პარტიული სკოლა, მოხვდნენ საკრებულოებში, შიდაპარტიულ კონკურენციას გაუძლონ და ა.შ. ამიტომ ჩამოწერო ახლა სია და ჩაწერო ლამაზი სახელი და გვარები, ეს იმ პრობლემას ვერ გადაჭრის, რაც არის ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში." პარტიაში არის რთული პროცესი, ეს რყევები არ დამთავრებულა. მომავალში ალბათ, პარტია კვლავ შუაზე გაიყოფა და მელია შექმნის ალბათ თავის ჯგუფთან ერთად ახალ პარტიას. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პრობლემა ახლა არ არის სია, მათი მთავარი პრობლემა არის პარტიის დასტაბილურება და რეალურად მომზადება შემდეგი არჩევნებისთვის. პარტია არის ძალიან დასუსტებული მას შემდეგ, რაც დაიწყო ის პროცესები, რასაც ჩვენ ვხედავთ. "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ახლა იმ ფორმაში, როგორშიც იყო მანამდე, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, "ნაციონალურ მოძრაობაში" არ არის წინა მოწვევის ფრაქციის თავმჯდომარე ანუ მე და ამ მოწვევის ფრაქციის თავმჯდომარე ანუ - ხატია, კიდევ ძალიან ბევრი არ არის და რა მოხდება კიდევ, არავინ იცის. "ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ერთი დიდი გადატვირთვა და რაც უფრო მალე დალაგდებიან, უკეთესია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე კოალიცია ვერ შეიქმნება”, - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, ხაბეიშვილმა ხომ არ დაასუსტა პარტია, გოცირიძე აცხადებს, რომ მას არ მოსწონდა პარტიაში მიმდინარე პროცესები და პარტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა.

„ჩემი შეფასება ის არის, რომ მე იქ არ ვარ, არ მომწონდა ის პროცესები. ვიცოდი, რომ ამით დაზიანდებოდა არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა", არამედ ოპოზიცია და დღეს მე და ხატია ვართ ცალკე, გვქვია "ევროოპტიმუსტები" და ვართ განწყობილი ოპტიმისტურად. მიზეზი არის შიდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ერთ ერთი მიზეზი ესეც იყო,"- განაცხადა გოცირიძემ.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე