შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ხელისუფლებაში იყო, შექმნა ძალადობრივი სისტემა - ახლა ოპოზიციაშია და ვერბალური ძალადობითა და დეზინფორმაციით გამოირჩევა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალადობრივი იდეოლოგიის დამამკვიდრებელი ორგანიზაცია, რომელმაც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო, შექმნა ძალადობრივი სისტემა, ახლა ოპოზიციაშია და ვერბალური ძალადობითა და დეზინფორმაციით გამოირჩევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა პარტიის იდეოლოგიაშია.

„ზოგადი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ არის არა მათ წევრებსა და ლიდერებში, არამედ იდეოლოგიაში, რომელსაც ეფუძნება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალადობრივი იდეოლოგიის დამამკვიდრებელი ორგანიზაცია, რომელმაც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო, შექმნა ძალადობრივი სისტემა; ახლა ოპოზიციაშია და ვერბალური ძალადობითა და დეზინფორმაციით გამოირჩევა. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პარტიის სახეები, მათი არსი იქნება ერთი. ერთადერთი, სამწუხაროა, რომ ოცი დეპუტატი, რომელიც დღეს ჰყავთ, როგორც ჩანს, უმუშევარი რჩება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა