ანა ბუჩუკური - ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები ხდებიან საქართველოში

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ქალი პოლიტიკოსები საქართველოში განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები ხდებიან”.

მისივე შეფასებით, ეს ფაქტი ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს.

„სამწუხაროდ, ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებული ასე ვთქვათ, დარტყმის ობიექტები ხდებიან საქართველოშიც. ჩვენ, რაც საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ, არ იყო მხოლოდ, ვთქვათ თეონას [აქუბარდია] და ანას [წითლიძე] წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ან თეონას და ანას წინააღმდეგ განხორციელებული ვერბალური ძალადობა, არამედ, ეს იყო ყველა ქალი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ის, რაც ერთი მხრივ, ხელს უშლის ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას და პოლიტიკაში ახალი ქალების შემოყვანას. იმიტომ, რომ, როდესაც უყურებენ როგორი თავდასხმის ობიექტი ხდება ქალი პოლიტიკაში, ძლიერი ქალი, შემდგომ თავს იკავებენ. მეორე მხრივ, ეს ნულოვანი რეაგირება - მეორე დღეს როგორ გადაეფარნენ, ამ შემთხვევაში, ბერაიას - როდესაც ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ნულია, ეს არის ის, რაც საბოლოოდ, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს”,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკური ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ თავის „ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „მომავალი არჩევნებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები”.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბუჩუკურმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილს, დიდი ალბათობით, პოლიტიკური აქტუალურობა აქვს დაკარგული და ამას განიცდის, ხან რა გზავნილს წერს და ხან რას”.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი", "ქართული ოცნების" დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს "ბანძი" უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ”, - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს. აღნიშნულის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის