ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია სამხრეთ კორეის ბიზნეს ფედერაცია FOMEK-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, სამხრეთ კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კორეის საშუალო ზომის ბიზნეს ფედერაციის (FOMEK) თავმჯდომარის მოადგილეს ჰო ჯუნ ლის შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, ორი ქვეყნის უწყებებს შორის 2024 წლის თებერვალში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და ასევე ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროულად დასრულების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ხსენებული შეთანხმებების გაფორმება მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება საქართველო-კორეას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდისათვის, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისთვის.

„შეხვედრაზე კორეულ მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს, ასევე იმ შესაძლებლობებისა და მექანიზმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ კომპანიებს სთავაზობს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას და იმუშავებენ ერთობლივად, რათა კორეის საშუალო ზომის კომპანიებს მიეწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესახებ, მათ შორის, კომპანიებთან შეხვედრების ონლაინ ფორმატში გამართვის გზით, და ასევე ხელი შეუწყონ FOMEK-ის წევრი კომპანიების საქართველოში ვიზიტის ორგანიზებას.

შეხვედრას ასევე დაესწრო კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა